პედაგოგების გაფიცვის ამბავი ტელევიზიების გადასაწყვეტი არ არის, თავად მივხედავთ - მეუფე სტეფანე

01.06.21 13:23
პედაგოგების გაფიცვის ამბავი ტელევიზიების გადასაწყვეტი არ არის, თავად მივხედავთ - მეუფე სტეფანე

 სალხინოს  სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი არ არის ტელევიზიების გადასაწყვეტი, ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე,  სკოლის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სალხინის ამბორის ხელაიას სახელობის სასულიერო სკოლაში თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. მათი თქმით, ჭყონდიდის ახალი ხელდასმული მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მათ კუთვნილი ანაზღაურების გაზრდას დაჰპირდა, თუმცა მიმდინარე თვეს ხელფასის იგივე ოდენობა დაერიცხათ.

მსგავსი სიახლეები