ლავასოღლი დაკავებულია - "პირველებმა" ე.წ კანონიერი ქურდის დაკავების დეტალები გაარკვია
მინდია ლავასოღლი დაკავებულია - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდი მოლდოვაში ღამით აიყავნეს. სპეცოპერაცია კიშინიოვში ჩატარდა.
ლავასოღლი მაშინ დააკავეს, როცა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა დაასრულა და ერთი მილიონი ევრო, ნაღდი ფულის და ავტომობილების სახით მიიღო. ჩხრეკა კიშინოვში ლავასოღლის სახლებში ჩატარდა, ამოღებულია ფული და ძვირადღირებული ავტომობილები.
მოლდოვის გამოძიების ინფორმაციით, საქმე ორ ბიზნესმენს შორის ფინანსურ დავას ეხებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მხარემ დახმარება ქართველ "კანონიერ ქურდს" მინდია ლავასოღლის სთხოვა.
საქმეში დევს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მინდია გორაძე (ლავასოღლი) 45 წლის ბიზნესმენს ოჯახის ლიკვიდაციით.
საქართველოში, მინდია გორაძის წინააღმდეგ საქმე 2 მუხლით არის აღძრული. ერთ საქმეზე მას შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიება.
მოითხოვს თუ არა ქართული მხარე "კრიმინალური ქურდის" საქართველოში ექსტრადირებას, ამაზე მინდია ლავასოღლის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ ვიდრე მოლდოვის სასამართლო არ გაასამართლებს საქართველოს მოქალაქეს, იქამდე საქართველოს პროკურატურა, მის გადმოცემას, დიდი ალბათობით, არ მოითხოვს.