რუსულ ტყვეობაში დარჩენილი ქართველი მწყემსები პატიმრობაში რჩებიან - მოსახლეობა შველას ითხოვს

23.08.23 13:25
რუსულ ტყვეობაში დარჩენილი ქართველი მწყემსები პატიმრობაში რჩებიან - მოსახლეობა შველას ითხოვს

რუსულ ტყვეობაში დარჩენილი ქართველი მწყემსები პატიმრობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან გატაცებული მამაკაცები.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. ხალხს საძოვრებზე საქონლის გაშვებაც კი ეშინია.

კაცი ნახირში იყო და სხვა არაფერი, საქონელი ჰყავდა წაყვანილი, რომ არ მოვიდა საღამოთი მოიკითხეს და დადგინდა რომ წაუყვანიათ. ყოფილა გატაცების სხვა შემთხვევებიც", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უწყების ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და საკითხი მწვავედ დადგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც სოფელ ერგნეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების ტყვეობაში ამ ეტაპზე საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.

მსგავსი სიახლეები