კინემატოგრაფისტები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან - 400-მდე ადამიანი უწყვეტ აქციებს აანონსებს

23.08.23 17:20
კინემატოგრაფისტები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან - 400-მდე ადამიანი უწყვეტ აქციებს აანონსებს

კინემატოგრაფისტები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან. ოპერატორები, სცენარისტები, მსახიობები - ჯამში 400-მდე ადამიანი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

პროტესტის რეჟიმში მყოფი და რეპრესიების მსხვერპლი ხელოვანები ამ წუთებშიც წულუკიანის მიერ მიტაცებულ კინოცენტრში იმყოფებიან და ცენზურას ქართულ კინოში აპროტესტებენ.

კინემატოგრაფისტების თქმით, ისინი არ აპირებენ იმ კონკურსებში მონაწილეობას, რომლებიც აგვისტოს თვიდან გამოცხადდება. ისინი ღია უნდობლობაზე საუბრობენ და გამოხმაურების მოლოდინში არიან.

ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ კონკურსებში, რომელიც გამოცხადება აგვისტოს თვიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უნდობლობა იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს. 400 ადამიანი აწერს უკვე ამას ხელს და ეს არ არის პატარა რიცხვი, მითუმეტეს ამ ვიწრო სფეროში და ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით გამოხმაურებას, წამოსვლას იმ მოთხოვნებზე, რა მოთხოვნებიც 3 თვე არის აყენია", - ამბობს კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი, ლევან აბდუშელიშვილი.

მსგავსი სიახლეები