მოლდოვის პოლიციის მიერ გახნილი მილიონევროიანი საქმე - მთავარი ფიგურანტი ქართველი "კანონიერი ქურდია"
მილიონევროიანი საქმე, რომელიც მოლდოველმა სამართალდამცველებმა გახსნეს. მთავარი ფიგურანტი ქართველი "კანონიერი ქურდია". ვრცელდება სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მინდია ლავასოღლი ადგილობრივ ბიზნესმენს და მის ოჯახს განადგურებით ემუქრება. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მილიონ ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესმენს ჰპირდება, რომ მოქმედებაზე გადავა. საქმე კიშინიოვში მდებარე ავტოსალონს ეხება. კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ ვალის დასაბრუბნებლად დახმარებისთვის ლავასოღლის მიმართა. სპეცოპერაცია მოლდოვაში 18 აგვისტოს ჩატარდა. ამოღებულია ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი რაოდენობით ფული.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.