ორდღიანი პატიმრობა ცხინვალის იზოლატორში დასრულებულია - გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს

23.08.23 20:32
ორდღიანი პატიმრობა ცხინვალის იზოლატორში დასრულებულია - გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს

 

 

ორდღიანი პატიმრობა ცხინვალის იზოლატორში დასრულებულია. გატაცებული მწყემსებიი გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალ-უბნიდან გატაცებული თამაზ ფსიტიძე და შალვა პეტრიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გადმოიყვანეს. ფაქტია, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას უკუშედეგი აქვს.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტებისთვის არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს.  სოფლის ტერიტორიაზე თავისუფლად შემოდიან და იქიდან მიყავთ ხალხი ცხინვალში.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები