მერიის ულტიმატუმი კაფე-ბარების მფლობელებს - აღმაშენებლის გამზირზე დემონტაჟი დაიწყო
აღმაშენებლის გამზირზე დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარების მფლობელებმა, ქუჩის გარე კონსტრუქციები მოშალეს. მიზეზი მერიის ულტიმატუმია.
კახი კალაძე ბიზნეს სექტორს ეუბნება, რომ თუ ტურისტული ზონის გარე სივრცეებს არ გაათავისუფლებენ, მაშინ დაჯარიმდებიან.
ადგილზე არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად ადგილობრივები აპროტესტებდნენ.
მაცხოვრებლები ახლა კმაყოფილები არიან, რადგან მათი თქმით, სასწრაფო რომ დასჭირდეთ, თავისუფლად მივა აღნიშნუოლ ტერიტორიაზე.
ბედნიერებაა ის, რომ ან სასწრაფო შემოვა, ან რამე შემოვა და ხალხს, რომ დასჭირდება კარგი იქნება. გზა ნამეტანად გადაკეტილი იყო", - ამბობს ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.