პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, ძალიან ამაყი ვარ - გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რადას მიერ მისთვის გადაცემულ ჯილდოს ეხმაურება.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!, - წერს ნიკა გვარამია.
უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის უკრაინის მთავრობამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააჯილდოვა.
ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.