მოსალოდნელია წვიმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია გაფრთხილებაში.
მსგავსი სიახლეები
07.09.26 17:00
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.