"ბევრი ბარი უკვე დაიკეტა და ხალხი უსამსახუროდ დარჩა" - ბარ-რესტორნების მენეჯერები დახმარებას ითხოვენ

24.08.23 17:17
"ბევრი ბარი უკვე დაიკეტა და ხალხი უსამსახუროდ დარჩა" - ბარ-რესტორნების მენეჯერები დახმარებას ითხოვენ

ფინანსური წნეხი ფინანსური სანქციის ნაცვლად. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ბარ-რესტორნების მენეჯერები დახმარებას ითხოვენ. მუქარა, რომ კალაძეს სისრულეში არ მოეყვანა, ხალხმა ტურისტულ ზონაში მუშაობის სტილი შეცვალა.

გარე სივრცეები აღარ არსებობს, ეს კი იქ დასაქმებული ადამიანებისთვის განაჩენის ტოლფასია, რადგან ტურისტებს ამ ქუჩაზე, სწორედ გარეთ მოწყობილი სასადილო სივრცეები იზიდავდა. თუ ტურისტი არ იქნება, არ იქნება არც შემოსავალი. შემოსავლის გარეშე კი ბარ-რესტორნების მენეჯერები ვერც კრედიტს გადაიხდიან და ვერც თანამშრომელს შეინარჩუნებენ.

ბარ-რესტორნების თანამშრომლების თქმით, აღნიშნული ქმედება მეტად დამაზარალებელი იქნება იქ მომუშავე ხალხისთვის. აღნიშნავენ, რომ გარეთ მოწყობილ კაფე-ბარებში დიდი შრომა და თანხაა ჩადებული, რომლის დაშლაც მათი სამსახურის გარეშე დატოვების ტოლფასი იქნება.

ეს ძალიან დამაზარალებელი იქნება იმიტომ, რომ გარეთ სივრცეშიც ძალიან დიდი თანხა და შრომაა ჩადებული ყველა ბარში აბსოლუტურად. ასევე ბევრი უსამსახუროდ დარჩება, რადგან ბევრი ბარი უკვე დაიკეტა და სხვა თანამშრომლები დარჩნენ უსამსახუროდ", - ამბობს ერთ-ერთი ბარ-რესოირნის თანამშრომელი.

აღმაშენებლის გამზირზე მომუშავე ადამიანების თქმით, კაფე-ბარების დემონტაჟი შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, რაც ტურისტების შემცირებასაც მოიაზრებს. ისინი ძველ დროზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარეთ გაშლილი დიდი ქოლგები ბევრად ლამაზი იყო.

ეს ნიშნავს ტურისტების რაოდენობის შემცირებას, შემოსავლების შემცირებას, ყველაფერი გაჩერდება. ადრე აქაურობა ძალიან ლამაზი იყო, ყველას მოსწონდა გაშლილი დიდი ქოლგები, ახლა ყველაფერი ერთი და იგივე იქნება", - ამბობს დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები