რა გახდა "ნიკორას" მზა კერძების საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი - კომპანიის განცხადება
ნიკორა აღიარებს, რომ სუპერმარკეტების ქსელში შეძენილი მზა საკვებით 8 ადამიანი მოიწამლა, მაგრამ კომპანია პასუხიმგებლობას გაურბის და მთელ ტვირთს მომმარაგებელს აკისრებს.
ნიკორა ამტკიცებს, რომ მომხმარებლების მოწამვლა ქათმის ფილე გრაკოს გამოყენებამ გამოიწვია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა
ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“.
ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია "ჯეო დისტრიბუცია".
რათქმაუნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და
ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით". - ნატქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის უმსხვილეს ქსელში სალმონელა დააფიქსირა და ნიკორას მზა საკვების დამზადებისთვის საჭირო საწარმო პროცესი შეუჩერა.