"პირველებისთვის" ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებსაც პროკურატურა დღეს ლაზარეს სასამართლოზე მიიყვანს

25.08.23 11:49
"პირველებისთვის" ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებსაც პროკურატურა დღეს ლაზარეს სასამართლოზე მიიყვანს

ლაზარე გრიგორიადისს დღეს სასამართლოში მიიყვანენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო დაკავებული ახალგაზრდის საქმეზე ჩვენებას დღეს, სავარაუდოდ, სამართალდმაცველები მისცემენ. ის პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ისროლა აქციის მონაწილემ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართულებით.

ლაზარე გრიგორიადისის მამას აქვს ინფორმაცია, ვინ იქნებიან ის პოლიციელები, რომლებსაც დღეს პროკურატურა მიიყვანს. ესენი არიან გაიოზ გაგნიძე, დიმიტრი ქამხაძე, ლევან გუგუშვილი და რობერტ გზირიშვილი, დეტექტივები, რომლებმაც 21 წლის ბიჭის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს და ამტკიცებენ, რომ ის სჩადიოდა სისხლის სამართლსი დანაშაულს აქციაზე. 

ლაზარეს მამა დარწმუნებულია, რომ მოსამრთლე სამართლადამცველების ჩვენებას გაიზიარებს. 

დღევანდელ პროცესზე მოვლენ პოლიციელები, რომლებიც ხელს დაადებენ ლაზარესდ ა იტყვიან, რომ ის სჩადიოდა დანაშაულს. მე მაინტერესებს, თუ ჩადიოდა ლაზარე დანაშაულს, რატომ არ აღკვეთეს მაშნვე, რატომ დაელოდნენ ამდენი დღე და მერე რატომ დააკავეს ჩემი შვილი. ჩვენმა დაცვის მხარემ ხომ დანიშნა აპიტოსკოპიური ექსპერტიზა, ვინ ისროლა, ესეც არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ. აკეთებენ იმას, რომ მხოლოდ პოლიციელების ხელის დადებით გაასამართლონ ჩემი შვილი. თვითონ მოსამართლე ეხმარება მოწმეებს". - ამბობს ლაზარეს მამა.

საქალაქო სასამართლოში პროცესი 4 საათზე დაიწყება, მას დაესწრება თავად ბრალდებულიც. 

 

 

მსგავსი სიახლეები