3 მოქალაქის ცხედრის იდენტიფიცირების პასუხს ველოდებით - პაპუნა მარგველიძე
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, საძიებო ოპერაცია მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების შედეგად, გუშინ ამოყვანილი ორი გარდაცვლილის ცხედარი იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მისივე განცხადებით, სამი მოქალაქის ცხედრის იდენტიფიცირების პასუხს ელოდებიან, მაშველები კი ორ დაკარგულს ეძებენ.
გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მხრიდან ამოყვანილ იქნა 2 ცხედარი, რომლებიც გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთის, ნაპოვნია 31 ცხედარი, მათგან 28 იდენტიფიცირებულია, სამი მოქალაქის ცხედრის იდენტიფიცირების პასუხს ველოდებით. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე - გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით, თვითონ გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადების კალაპოტების წმენდა ხდება. ამასთან, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში". - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.