"გლეხის ნამუშევარს არაფრად აგდებენ" - გურიაში თხილის ფასი დაეცა

25.08.23 14:03
"გლეხის ნამუშევარს არაფრად აგდებენ" - გურიაში თხილის ფასი დაეცა

თხილის ფასი გურიაში დაეცა. ერთი კილოგრამი თხილი საშუალოდ 3 ლარი ღირს. ეს ფასი გურულებისვის მიუღებელია. სწორედ მის რეალიზიაციაზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობა.  

არაფრად არ აგდებენ ჩვენს ნამუშევარს, გლეხის ნამუშევარს ფასი არ აქვს. გაწეული ხარჯიც ვერ ავიღე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვარაუდობენ, რომ თხილის ფასს ხელოვნურად არეგულირებენ, სარგებელს კი მხოლოდ თხილის ბიზნესის მაკონტროლებელი რამდენიმე ბიზნესმენი იღებს.

სწორედ ამიტომ, ენმ ხელისუფლებისგან თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების კომპენსაციას ითხოვს.

ისინი  ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო  გლეხებისთვის სტიქიის შემთხვევაში მოსავლის კომპენსაციას უზრუნველყოფს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება.

თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა ერთადერთი წყარო, რითიც გურულს შეეძლო ფული ეშოვნა. ხელოვნურად აკონტროლებენ ფასებს და შემდეგ, ამ მიღებულ თხილს თვითონ ძალიან სარფიანად ყიდიან". - ამბობს ოპოზიცია. 

მსგავსი სიახლეები