უკონტროლო მშენებლობები ბათუმშიც გააპროტესტეს - საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
უკონტროლო მშენებლობების გამო "ქართულ ოცნებას" დღეს დისკომფორტი ბათუმშიც შეექმნა. გაცემული ნებართვებისთვის განმარტებები მმართველ პარტიას საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს. ოპოზიციას აინტერესებდა, რატომ გადასცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ კომპანიას 3 500 კვადრატული მეტრის ფართი კორპუსის ასაშენებლად.
კითხვა პასუხის რეჟიმი ჩხუბში გადაიზარდა.
საკრებულოს უკან ქალაქ ბათუმის საკრეულომ დაამტკიცა კანონის გაზრდა ა ეს ახსნა იმით, რომ 10% საბინაო ფონდში გვაძლევს მშენებელი და ეს გადაწყვეტილება „გააპრავეს“ იმით, რომ ავარიული სახლების პროგრამით გაუაზრდეს კოეფიციენტი. ადამიანს მისცეს რამენიმე ათეული მლნ-იანი მოგების პროექტის ნებართვა, სადაც მაქისმუმ მან უნდა ახარჯოს,იმ პროგრამის ფარგლებში დააკმაყოფილოს 1 ან 2 ოჯახი, სადაც მას მაქსიმუმ დაეხარჯება 150 ათასი ლარი და რომელიც ღებულობს რამდნეიმე ათეულ მმილიონიან მოგებას, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია.
მმართველი პარტია კი ოპოზიციის პროტესტს "ავარიული სახლების პროგრამაზე" თავდასხმას უწოდებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროგრამა მნიშვნელოვანია.