"ბომბას შევაგდებთ და აგაფეთქებთო" - გამოსახლების მცდელობას სამგორში ხმაური მოჰყვა
ხმაური იყო წუხელ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე. პოლიცია ერთ-ერთი შენობიდან სოციალურად დაუცველების გამოსახლებას ცდილობდა. 25 ოჯახს სამართალდამცეველები სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახებით ემუქრებოდნენ. არცერთმა ნებაყოფლობით საცხოვრებელი არ დატოვა.
ხალხი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მათ ალტერნატიულ ფართებს არ გადასცემს, ტერიტორიას ვერ დატოვებენ, რადგან მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.
მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ შენობა გასხვისებულია, ინვესტორს კი ობიექტზე სამუშაოების დაწყება უნდა. მაგრამ ირკვევა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ეს ნაგებობა ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზეა.
გვემუქრებიან ხალხო, ბომბას გვიგდებენ, რამე მოგვივა და იცოდეთ. აქედან რავინ არ გავა, სანამ არ მეტყვიან, ეს მონაკვეთი ჩვენია. გვიჩივლოს მეპატრონემ სასამართლოში. ჩვენ მზად ვართ ბრძლისთის. გვითხრეს, ბომბას შევაგდებთ და აგაფეთქებთო" - ამბობს მოსახლეობა.