ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადე მოეწყობა. მერია კლდის გაწმენდასაც იწყებს. ამის გამო, დღეიდან ათი სექტემბრის ჩათვლით,
06:00-დან 12:00 საათამდე, ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან თამარაშვილის ქუჩამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
ამ პერიოდში მძღოლები გადაადგილებას ცინცაძისა და თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ.
მსგავსი სიახლეები
07.09.26 17:00
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.