29 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს - ონის მერი
მეწყერში მოყოლილებს რაჭაში ახლაც ეძებენ. დაკარგულად ამ დროისთვის ორი ადამიანი ითვლება. შოვის ტრაგედიიდან 23 დღე გავიდა. ბოლო მონაცემენით, სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, საძიებო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, „წითელი ჯვარი“. მინდა თითოეულ მათგანს ამ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ონის მერმა სერგი ხიდაშელმა.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.