ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - თბილისში, შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ
ამ წუთებში, ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - თბილისში შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. გიორგი დუდაშვილს რაჭაში ოჯახის ოთხი წევრი გარდაეცვალა - მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ყველას, დღეს ორ საათზე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გიორგი დუდაშვილს სტიქიას გადარჩენილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ, ხელისუფლების ლიდერებიდან დღეს ქაშუეთში არავინ უნახავთ.
"ჩვენი ახობელია ეს გოგო, ვიცნობდით ტავისი ოჯახით, შვილებით, ამიტომ უმძმესი ტრაგედიაა ჩვენთვის, საუბარიც კი არ შემიძლია, ოჯახს და მთელს საქართელოს ვუსამძიმრებ".- ამბობს პანაშვიდზე მყოფი ახლობელი.
დუდის და შვილების ცხედრებს მაშველები 3 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ეძებდნენ.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.