"ჩვენს წმინდა ლომისის სალოცავზე ჟეშტი აგვიკრეს, არ ილოცოთო" - გაუსაძლისი ცხოვრება საოკუპაციო ხაზზთან

26.08.23 15:29
"ჩვენს წმინდა ლომისის სალოცავზე ჟეშტი აგვიკრეს, არ ილოცოთო" - გაუსაძლისი ცხოვრება საოკუპაციო ხაზზთან

საზღვრისპირა სოფლები, მცოცავი ოკუპაცია და დაუცველი მოსახლეობა - შიდა ქართლში ადგილობრივებს ყოველდღიურად შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ადამიანებმა საკუთარ სახლებში უსაფრთხოების შეგრძნება დაკარგეს. რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იჭრებიან, იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აშინებენ და ისაკუთრებენ ადგილობრივების მიწებს.

"წმინდა ლომისის სალოცავზე, ჩვენს სალოცავზე ჟეშტი გაუკრიათ, არ შეხვიდეთ, არ ილოცოთო. ამაზე მეტი გაჭირვება რა გინდათ. საქონელი საძოვრებზე ვერ გაგვყავს, ხელით დაგვყავს ძროხები. მთაზე რომ ახვიდე და დაგინახონ, გამოგიდგებიან და დაგიჭერენ". - ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობა ისეთ ფაქტებზეც საუბრობს, როდესაც სასწაულებრივად გადარჩნენ რუსების ხელში მოხვედრას.

მინდვრისხევიდან საძორებზე იყვნენ გადმოსულები, ერთ კაცს უპირებდნენ დაჭერას, ჩემს მეუღლეს რომ არ დაენახა ახლა აყვანილი ეყოლებოდათ". - ამბობს ადგილობრივი.

 ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს ოთხი მოქალაქე იხდის ე.წ სასჯელს.

მსგავსი სიახლეები