"ხუთვები ემართებათ ბავშვებს, საშინელი სუნია" - დიდი ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვს

26.08.23 15:36
"ხუთვები ემართებათ ბავშვებს, საშინელი სუნია" - დიდი ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვს

დიდი ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვს. მოქალაქეებს ზაფხულში ფანჯრის გაღება არ შეუძლიათ, რადგან ნარჩენების წვის კვალი სახლებამდე აღწევს. მთელს ტერიტორიაზე მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაა.

 ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ,  რადგან გარემო კატასტროფულადაა დაბინძურებული. 

ხუთვები ემართებათ ბავშვებს, ძაღლი დამპალი რომ დაგიგდონ წინ ასეთი სუნია, სუნი რომ მოდის. იძლებულს ხდიან ხალხს, რომ აქ ცხოვრება დატოვონ. დიდი იმედი და დაპირება გვქონდა ოცნებისგან, მაგრამ 10 წელიწადია არავის ვახსოვართ". - ამბობს მოსახლეობა.

 

მსგავსი სიახლეები