"ცისფერი მთები" და საბჭოთა კავშირი გამახსენდა. რას ნიშნავს, ერთმანეთის მაგივრად აჭერდნენ ხელს?! - გოდოლაძე

26.08.23 17:05
"ცისფერი მთები" და საბჭოთა კავშირი გამახსენდა. რას ნიშნავს, ერთმანეთის მაგივრად აჭერდნენ ხელს?! - გოდოლაძე

ცისფერი მთები და საბჭოთა კავშირი გამახსენდა. რას ნიშნავს, ერთმანეთის გარეშე აჭერდნენ ხელს?! - ასე ეხმაურება სეიმსოლოგი და მეცნიერი თეა გოდოლაძე საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატების მქომედებას, რომლებიც ღილაკს ხელს ერთამენთის ნაცვლად აჭერდნენ.

გოდოლაძე ხაზგასმით ამბობს, რომ იმ გააწყვეტილების გაბათილება, რაც მიიღო საკრებულომ, აუცილებელია. 

ცისფერი მთები და საბჭოთა კავშირი გამახსენდა. რას ნიშნავს, ერთმანეთის მაგივრად აჭერდნენ ხელს, ეს ჩემთვის გაუგებარია, როდესაც მოსახლეობის უსაფრთხოებასთან გვაქვს საქმე. იმ გააწყვეტილების გაბათილება, რაც მიიღო საკრებულომ, აუცილებელია. ყველა, ვინც მხარს უჭერს, ღვარცოფული მდინარის კალაპოტში მშენებლობას, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს მომავალი თაობების და მოსახლეობის წინასე". - ამბობს თეა გოდოლაძე.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისელების დაწუნებულ პროექტებს, ცათამბრჯენების მშენებლობას, ერთმანეთის მაგივრად უჭერენ მხარს.

ოპოზიციის ნაწილი მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.

მსგავსი სიახლეები