ხის ოთხი კუბო და მგლოვიარე გიორგი დუდაშვილი - შოვში გარდაცვლილები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

26.08.23 20:06
ხის ოთხი კუბო და მგლოვიარე გიორგი დუდაშვილი - შოვში გარდაცვლილები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

 

 

 

ხის ოთხი კუბო და მგლოვიარე კაცი, რომელსაც შოვში ჩამოწოლილ მეწყერში სამი შვილი და მეუღლე მოუკვდა. უმძიმესი სანახავი იყო დღეს ქაშუეთში გიორგი დუდაშვილი. მარტოდ დარჩენილი მამის გამხნევებას შვილების თანაკლასელები, ტრაგედიას გადარჩენილები და სრულიად უცხო ადამიანები ცდილობდნენ.

რაჭაში დაღუპული ნატო ჭელიძე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ტრაგედიიდან 24 დღის შემდეგაც არ ვიცით პასუხი - ვის დაუდევრობას და გულგრილობას შეეწირა 31 ადამიანის სიცოცხლე.

ოპოზიცია ობიექტურ გამოძიებასთან ერთად ითხოვს გმირ მაშველებს  ღირსეული პირობები შეუქმნან - "ლელო" მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების მომატების ინიციატივით გამოდის. 

ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თაზო დათუნაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ხელფასი, საუბარია 1500 ლარზე, რაც მაშველებს აქვთ, არის სამარცხვინო და აუცილებელია, რომ მათი შრომა დაფასდეს.

დათუნაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიამ აჩვენა რომ მაშველებს ძირითადად შიშველი ხელებით უწევთ საგანგებო სიტუაციების დროს მუშაობა, ამიტომაც მათ  სჭირდებათ თანამედროვე ეკიპირება.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები