თბილისში კურიერს მანქანა დაეჯახა
თბილისში კურიერს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ფოტოსთან ერთად "მთავარი არხის" ვებგვერდი ავრცელებს.
შემთხვევა თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე სასწრაფოს და საპატრულო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. სასწრაფო დახმარებას კურიერი კლინიკაში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.