"ოცნებამ" კახელი გლეხების გაშავება დაიწყო - გიორგი ბოტკოველი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კახელი გლეხების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. საქმე ეხება ყურძნის ჩაბარებას, რომელიც შეფერხებულია, "ოცნება" კი ამტკიცებს, რომ პროცესი გამართულია.
ოპოზიცონერი ლიდერი აანონსებს, რომ ენმ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, რათა გაარკვიოს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანას.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩართო რუსული პროპაგანდისტული მანქანა მათთვის ჩვეული, სადაც დაიწყეს კახელი გლეხის, მევენახის გაშავება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სიუჟეტი, სადაც თურმე გლეხს უებნებიან, რომ მათ არაფერი დაუკარგავთ, მათ წელს ექნებათ შემოსავალი და დაიწყეს კონკრეტული სტატისტიკებით ლაპარაკი 2012 წელზე, 2013 წელზე, 14, 15. ეს არ აინტერესებს დღეს იმ დაზარალებულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ აღარ აქვს მოსავალი. მათ აინტერესებთ კონკრეტული საქმე, რას იზამს ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ სამშაბათს დილით ვაპირებთ, სადეპუტატო კითხვით მივმართოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც უნდა გამოვითხოვოთ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით გასულ წელს თუ რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში და რამდენი ჩააბარა კონკრეტულმა გლეხმა, - განაცხადა ბოტკოველმა.