"უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო" - ონის მოსახლეობა კლდის ჩამოშლაზე

27.08.23 13:44
"უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო" - ონის მოსახლეობა კლდის ჩამოშლაზე

ონის მოსახლეობა გზების დეპარტამენტსს ტყუილში ამხელს. რაჭველები ყვებიან, რომ ონი - საჩხერის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მიღებული საერთოდ არ ყოფილა,  მეწყრული პროცესების შესახებ არც ადგილობრივები გაუფრთხილებიათ და არც მუშები. გახსნილი იყო საავტომობილო მოძრაობა, მდინარესთან კი ახალგაზრდები ისვენებდნენ. ირკვევა, რომ მუშებმა ტერიტორია კლდის ჩამოშლამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს, ტექნიკა კი იქვე გააჩერეს. ეს ადგილობრივების მიერ გადაღღებულ კადრებშიც ჩანს.

იყო საგზაო ნიშნები, გზა დავიწროებული იყო საგზაო ჯებირებით და მძღოლებს გვანიშნებდნენ, რომ მხოლოდ უკიდურეს, ყველაზე შორი გზიადნ მოგვევლო გზის კიდისთვის, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ჩამონგრევა. არავინ არ იყო იქ ადამიანი, ვიინც სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გზის მეტი ნაწილის ჩამონგრევის შემთხვევაში  და მთლიანად ჩაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში იქ გზას დაკეტავდა ან რამე მსგავსს გააკეთებდა. გაგვიმართლა ყველას ერთად, მთელ ქვეყანას, რომ იქ ჩამონგრევის დროს არ მოძრაობდა კონკრეტულად იმ წუთსა და იმ წამზე არცერთი მანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში იყო დიდი შანსი, რომ ის მანქანაც ჩაეყოლებინა, - ამბობს ადგილობრივი. 

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, სადაც არის გზა, ხედავთ, ჩამოედინება მდინარე ხეორი. უბრალოდ, ბავშვები ვიყავით, ასე ვთქვათ, საბანაოზე, პატარა ნაფხვენები მოდიოდა და დავიძაბეთ, იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი დღის მომხდარი ამბავი, იქამდე ერთი კვირით არეც იქ იყო ბზარები გაჩენილი. რომ შეხედავთ, ისედაც მიხვდება ადამიანია, რომ ძირს რომ უთხრი, ჩამოინგრევა. მოძრაობენ მანქანები, ვიდეოში ვამბობთ კიდეც, რომ გააჩერონ მოძრაობა და მიიღონ უსაფრთხოების ზომები, იმიტომ, რომ აშკარად ინგრევა და უნდა ჩამოინგრეს. სასწაულებრივად გადავრჩით ახლა, რომ იმ მომენტში იქ მანქანამ არ გაიარა, ვინ იყო დაზღვეული?, - ამბობს ადგილობრივი. 

ონი - საჩხერის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე კლდე დღეს ჩამოიშალა. ადგილზე მსუბუქი ავტომობილები ამ დრომდე მოძრაობენ.  

მსგავსი სიახლეები