შიო მღვიმეს მონასტერთან პანიკაა - მცეთის მუნიციპალიტეტში კლდე ჩამოიშალა

27.08.23 16:49
შიო მღვიმეს მონასტერთან პანიკაა - მცეთის მუნიციპალიტეტში კლდე ჩამოიშალა

შიო მღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე პანიკაა. მცხეთის მუნიცილაპიტეტში კლდე ჩამოიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეყწრული პროცესი  ქვათაცვენით დაიწყო, რამდენიმე წამში კი კლდეს მთის მასა მოწყდა. ამ დროს ეკლესიის ტერიტორიაზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სასულიეროო პირები.

"პირველების" ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და მშრალი მიწის მასა მოულოდნელად ჩამოიშალა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მომხდარის შესახებ "პირველებთან" თვითმხილველმა ისაუბრა.

 გადავწყვიტეთ ასვლა შიიო მღვიმეს სახელობის მონასტერში,სადაც, უკვე რომ ავეით უშუალოდ ჭიშკრის ზევი, მომესმა ხმა ქვის ცვენის და მერე დადგა ისეთი ბუღი, იმიტომ, რომ იქ მშრალი მიწაა და მივხვდი, რომ იქ იყო ქვების ცვენა და მეწყერი. ყველამ იქ ვინც ვიყავით, მოვასწარით ერთად წამოსვლა, ოჯახი გამოვარიდე, გამოვიქეცით სულყველა. ოჯახი რომ გამოვარიდე, მერე ავბრუნდი და იმ ბუღში, მტვერში, რაც შევძელი მოვიარე. იქ არავინ იყო დარჩენილი. გაჩერდი მერე ცოტა ხანი და სიტანციიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ კიდევ გრძელებოდა წვრილი ქვის ცვენა ღარებში, იმიტომ, რომ უკან არის გამოქვაბული და კლდე. ის კლდ იშლებოა ცოტ-ცოტას. მერე უკვე 112-იც მოვიდა, - ყვება თვითმხილველი. 

მსგავსი სიახლეები