მეწყერი მცხეთაში - შიო მღვიმის მონასტრიდან შესაძლოა, ბერების და მონაზვნების ევაკუაცია გახდეს საჭირო
შიო მღვიმის მონასტრიდან შესაძლოა, ბერების და მონაზვნების ევაკუაცია გახდეს საჭირო. მიზეზი კლდის მოლოდნელი ჩამოშლაა. სახელმწიფო სამსახურები ახლა გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. წინასწარი შეფასებით, მცხეთის მუნიცილაპიტეტში მძიმე ვითარებაა. წვიმის შემთხვევაში ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი.
გეოლოგები არ მალავენ, რომ დღეს ქვეყანა შოვის ტრაგედიის გამეორებას გადაურჩა.
შემთხვევის დროს სალოცავში ათობით ადამიანი იმყოფებოდა: ქალები, ბავშვები, მოხუცები, სასულიერო პირები და ტურისტები. საბედნიეროდ, დღეს არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა არც ისტორიული ძეგლი.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.