მეწყერი ონში - ადგილობრივები სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ
რაჭაში მოქალაქეები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. მეწყერი ონი - საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა, იმ ადგილას, სადაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კლდის გამაგრება მიმდინარეობდა.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებარე კომპანიამ შეცდომა დაუშვა. ერთი ვერსიით, კლდის ნაწილი მოჭრეს და ხიდს საყრდენი გამოაცალეს.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტში კატეგორიულად უარყოფენ. ამტკიცებენ, რომ კლდე თავიდანვე დაბზარული იყო. სახელმწიფო უწყების მოსახლეობას არ სჯერა.
რაჭაში გეოლოგების ჩასვლას და საფუძვლიანი მოკვლევის ჩატარებას ითხოვენ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.