აპირებს თუ არა ივანიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მისაკუთრებას ჩხარტიშვილის ხელით?
რა ახალი თამაში დაიწყო ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან ერთად? ირკვევა, რომ ჩხარტიშვილი რამდენიმე დღის წინ უახლოეს გარემოცვასთან ერთად აბასთუმნის ობსერვატორიის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია "პირველებს" იმ ადამიანებმა მიაწოდეს, რომლებიც უკვე 4 თვეა უშედეგოდ ითხოვენ ობსერვატორიის ზონაში შესვლას და სახლებით სარგებლობას. ეროვნული ცენტრის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს უარს ტელესკოპის სარეაბილიტაციო სამუშაოებით უხსნიან.
მოქალაქეეების თქმით, ეს გამოგონილი გარემოებაა, რადგან დასახლება სარეაბილიტაციო ობიექტიდან მოშორებით მდებარეობს. ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები განმარტებებს განათლების მინისტრისგან ითხოვენ, თუმცა გიორგი ამილახვარს 7 სექტმებრამდე არ სცალია.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ჩხარტიშვილი ივანიშვილთან მოსალაპარაკებლად იყო ჩასული. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დასაკუთრებას ივანიშვილი მინი ოლიგარქის ხელით აპირებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.