შიო მღვიმის მონასტერთან ქვათაცვენა გრძელდება - ტერიტორიის დაცლის რეკომენდაცია არ გაცემულა

28.08.23 11:11
შიო მღვიმის მონასტერთან ქვათაცვენა გრძელდება - ტერიტორიის დაცლის რეკომენდაცია არ გაცემულა

შიო მღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე ქვათაცვენა გრძელდება. "პირველების" კამერამ რამდენიმე წუთის წინ გადაიღო კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ მეწყრული პროცესები მცხეთის მუნიციპალიტეტში არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის გამეორების რისკი  მაღალია, აშიო მღვიმის ტერიტორიაზეე ტურისტებს მაინც უშვებენ. სალოცავში  რჩებიან ბერ-მონაზვნები. მათი ევაკუაციიის რეკომენდაცია გეოლოგებს ჯერ არ გაუციათ.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობს და სტიქიიის შედეგებს ასურათს.

ამ წუთებში გაფართოებული შეხვედრა იმართება სასულიერო პირებთანაც, სადაც მომხდარს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია, გაიცემა თუ არა ტერიტორიის დაცლის რეკომენდაცია. 

მსგავსი სიახლეები