ყოველწლიურად ასე ხდება, როცა მოწვიმს, ღვარცოფივით ჩამოაქვს - შიო მღვიმეს მონასტრის წინამძღვარი

28.08.23 13:25
ყოველწლიურად ასე ხდება, როცა მოწვიმს, ღვარცოფივით ჩამოაქვს - შიო მღვიმეს მონასტრის წინამძღვარი

გეოლოგები, რომლებიც შიო მღვიმეს მონასტერთან არსებულ ვითარებას სწავლობენ, "პირველებთან" კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიერიდ, პერიოდულ ქვათაცვენას ადასტურებს მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა. სასულიერო პირის თქმით, მეწყერი აქ განსაკუთრებით წვიმიან ამინდში აქტიურდება, რის შემდეგაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მიდის და ხევს ასუფთავებს. 

შესწავლის რაღაც პროცესია და როცა შეისწავლიან, შემდგომ გვეტყვიან, როგორ უნდა მოვიქცეთ. უბრალოდ, ეს ყოველწლიურად ასე ხდება. მე 10 წელია აქ ვარ. ასე ჩამოიშლება ეს ქანები, ახლა ცოტა უფრო მასობრივად იყო, და გაგვაქვს ხოლმე. შარშანდელთან შედარებით ცოტა მეტად... ტექნიკით გაგვაქვს, ხელით როგორ გავიტანთ. ღვარცოფივით, როცა მოწვიმს ხოლმე, ჩამოაქვს და ვასუფთავებთ ამ არხს. დარჩენილი რაც არის, ეს გამოფიტული მთა, რომელიც ასე ნელ-ნელა იშლება, საუკუნოვანია, - ამბობს წინამძღვარი. 

შეგახსენებთ, რომ კლდე შიო მღვიმეს მონასტერთან გუშინ ჩამოიშალა. ადგილზე უსაფრხოების ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული. 

მსგავსი სიახლეები