მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული ირწმუნება, რომ შიომღვიმეში კლდის ჩამოშლის რისკი აღარ არსებობს

29.08.23 13:49
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული ირწმუნება, რომ შიომღვიმეში კლდის ჩამოშლის რისკი აღარ არსებობს

მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგების დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული ამტკიცებს, რომ შიო მღვიმესთან გადადგილება უსაფრთხოა. დავით ნოზაძე ამბობს, რომ განმეორებით კლდის მასის ჩამოშვლის საფრთხე არ არსებობს.

ხევის გაწმენდვა ხდება იმიტომ, რომ შედარებით მოცულობით ჩამოშლა რომ მოხდეს, რაც შესაძლებელია, დასაშვებია, რომ იგივე კიმატურმა პირობებმა, ნალექმა გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში, გვქონდეს გათავისუფლებული ტერიტორია და არ გადმოვიდეს მონასტრის მხარეს, - ამბობს ნოზაძე. 

"პირველებმა" მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულს კითხვა წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასტან დაკავშირებით დაუსვა, თუმცა ამ საკითხზე დავით ნოზაძეს კონკრეტული პასუხი არ აღმოჩნდა. რწმუნებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ გეოლოგების ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული. 

იმ შემთხვევაში თუ იქნება მითითება გეოლოგების მიერ, რომ ვთქვათ, გარკვეული მასაა ხელოვნურად მოსახსნელი, არის რაიმე საშიშრობეა, რომ წამოვიდეს ისევ და სხვა დამატებითი სამუშაოები იქნება გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, მათი რეკომენდაციის შესაბამისად ვიმუშავებთ. ახლა რომ გითხრათ ასეთი რისკის ჩამოშლის და რაიმე რეკომენდაცია იმის, რომ დამცავი საშუალება გავაკეთოთ იმიტომ, რომ ველოდებით რამის ჩამოშლას, ასეთი არ არსებობს, - თქვა ნოზაძემ. 

შიო მღვიმეს მონასტერთან კლდე ორი დღის წინ ჩამოიშალა. დღეს დილიდან ადგილზე ისევ მძიმე ტექნიკა მუშაობს.  ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე გასუფთავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები