სად იყო ამ ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი? - ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე

02.06.21 11:13
სად იყო ამ ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი? - ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონზე რეაგირება დააგვიანდა. ღუდუშაური ამბობს, რომ ნინო ლომჯარია ბავშვთა პანსიონის შესახებ პროცესებს ხელოვნურად ძაბავს. 

სახალხო დამცველისგან საინტერესო,ა როცა აცხადებს, რომ თურმე აქამდეც არაერთი საქმე ყოფილა გამოძიებაში. მაშინ სად იყო ამ ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი, ხომ არ მიუთითებს, რომ ხელოვნურად ხდება პროცესების დაჩქარება, ან დაწყება. ჩვენ გვინდა, რომ გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ღუდუშაური. 

ღუდუშაურის ეს პასუხი სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის საქმეებზე არაერთი გამოძიებაა დაწყებული.