მშენებლობები მაღალი რისკის ზონაში - ენმ საფრთხეებზე საუბრობს

30.08.23 15:41
მშენებლობები მაღალი რისკის ზონაში - ენმ საფრთხეებზე საუბრობს

გუშინდელი სტიქიის შემდეგ ოპოზიცია ქაოტური განაშენიანების პრობლემაზეც საუბრობს. ენმ-ს წევრები ყურადღებას გლდანში მიმდინარე მშენებლობაზე ამახვილებენ, რომელსაც "არქი" ჯგუფი ახორციელებს.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც მდინარე ხევძმარი ჩამოედინება, მშენებლობის დაწყება სახიფათოა. 

აქ ჩამოდის მდინარე ხევძმარის კოლექტორი და ზუსტად ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ველური განაშენიანება კომპანია "არქის" მიერ და ეს "არქი" კიდევ ყველამ უკვე კარგად იცის და დაიზეპირა, რომ არის ივლიანე წულაიას, რომელიც ნათესაურ კავშირში იმყოფება კახი კალაძესთან. ამ კოლექტორებს, რომ შეექმნას საფრთხე და რაღაცა მომენტში ვერ გაატაროს მდინარემ წყალი, უბრალოდ, სამუშაოების ჩატარებას ვერ მოახერხებენ, კოლექტორების გაწმენდას ვერ მოახერხებენ და შეიტბორება და დაიტბორება უბნები, მათ შორის აღნიშნული მშენებლობა, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის შემცველ ზონაში ხორციელდება, - ამბობს ოპოზიციის წევრი. 

ენმს- ბრალდებებს კომპანია "არქში" პასუხობენ.  კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ყველაფერს კანონმდებლობის და სტანდარტების გათვალისწინებით აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები