"ბოტებს ჩაიცვამენ და ეს ჰგონიათ საქმის კეთება" - ნადირაძე მთავრობას აკრიტიკებს

30.08.23 15:18
"ბოტებს ჩაიცვამენ და ეს ჰგონიათ საქმის კეთება" - ნადირაძე მთავრობას აკრიტიკებს

რამდენად უსაფრთხოა ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის დამაკაშირებელი ახალი გზა, სადაც გუშინდელმა სტიქიამ პრობლემები შექმნა? ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მთავრობას უყურადღებობის გამო აკრიტიკებს. ოპოზიცინერი  პოლიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშულ გზაზე ახლა გეოლოგები და სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ.

იმის ნაცვლად, რომ დღეს აქ იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომელსაც მერია დაიქირავებდა ან მოიწვევდა, ხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტ რეჟიმში მოედინება ეს მდინარე და თბილისელებს არ აქვთ დღემდე ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა  ან პატარა წვიმის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. ეს არ არის ერთადერთი ლოკაცია, მთელი თბილისის მასშტაბით წლიდან წლამდე მდგომარეობა უმჯობესდებოდეს, იმის ნაცვლად, რომ ემატებოდეს სანიაღვრე სისტემები, არსებულის გაწმენდვა ხდებოდეს, ამის ნაცვლად კეთდება სრულიად საპირისპირო. ხდება ამ სანიაღვრეების დაბეტონება, მდინარის კალაპოტების სამშენებლო მასალით ამოვსება. შემდეგ როცა აღმოვჩნდებით ხოლმე კატასტროფის წინაშე ბოტებს ჩაიცვამენ და ეს ჰგონიათ საქმე კეთება, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები. 

მსგავსი სიახლეები