ვხედავდით, მანქანები როგორ მიჰქონდა წყლის ნაკადს - მოქალაქე გუშინდელ სტიქიაზე
"პირველები" გურამიშვილის გამზირზე იმ ადგილას მივიდა, რომელიც გუშინ წვიმის შედეგად დაიტბორა. ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ სამაშველო სამსახური ადგილზე დაგვიანებით მივიდა და სტიქიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწვდათ.
საღამოს ძლიერი წვიმა მოვიდა, ძალიან შეგვეშინდა. ვხედავდით, მანქანები როგორ მიჰქონდა წყლის ნაკადს. დასახმარებლად არავინ გამოჩენილა. ადგილობრივები თავის გადარჩენას თავად ცდილობდნენ, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე იმ ზარაზლზე საუბრობს, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგა.
სულ არის ჩვენი ავტომობილი 4, რომელიც გარე პარკირებზე იდგა და შესაბამისად, დაზიანდა. ნელ-ნელა ვაკეთებთ ევაკუაციას. სადაზღვეოს მიჰყავს. საკმაოდ დიდი ზარალია, იმიტომ, რომ გაჩერებულია ეს ავტომობლები და აღარ მუშაობს, - ამბობს მოქალაქე.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.