ქვეყანა უკრაინაში გმირულად დაღუპულ ნიკოლოზ ახვლედიანს ემშვიდობება
ქვეყანა უკრაინაში გმირულად დაღუპულ მეომარს ემშვიდობება. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ახვლედიანის სამოქალაქო პანაშვიდი ტარდება. 42 წლის გამოცდილი სამხედრო ბახმუტთან 23 აგვისტოს რუსებთან შეტაკებების დროს დაიღუპა. მეომრის ცხედარი საქართელოშ 2 დღის წინ ჩამოასვენეს.
ახვლედინაის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზე ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა და სიცოცხლის ბოლო წუტამდე უკრაინელების მხარდამხარ რუსეთის წინააღმეგ იბრძოდა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში წავიდა. მე არც ვიცოდი, რომ დამელაპარაკა, უკვე ლვოვში იყო. შემოვლითი გზებით მოხვდა. ჯარი გავლილი ჰქონდა, იქ მომზადება გაიარა და როროგც მელაპარაკებოდა იქიდან, უკანა ხაზში ვართო, მაგრამ სინამდვილეშ აღმოჩნდა, რომ წინა ხაზზე იყო, - ამბობს ოჯახის წევრი.
ახვლენიდანიი 54-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც პუტინის აგრესიას უკრაინაში ემსხერპლა.