თაღლითობის მუხლით დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

02.06.21 17:18
თაღლითობის მუხლით დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

თაღლითობის მუხლით დაკავებული პოლიციელი, დავით აბჟანდაძე, ბრალს არ აღიარებს.  გამოძიების მიხედვით, აბჟანდაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს  პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით თანხა გამოსძალა. ადვოკატი ამბობს, რომ აბჟანდაძე პატიმრის ოჯახთან მესამე პირმა დააკავშირა და პოლიციელს მხოლოდ კეთლშობილური მიზნები ამოძრავებდა. 

თავს თვლის უდანაშაულოდ, არ აღიარებს არანაირ ბრალს, ვინაიდან მას არანაირი ბრალი არ ჩაუდენია", - ამბობს ადვოკატი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.