შატილში მიწის მასა ჩამოიშალა - გზების დეპარტამენტი განცადებას ავრცელებს

09.09.23 10:31
შატილში მიწის მასა ჩამოიშალა - გზების დეპარტამენტი განცადებას ავრცელებს

შატილში მიწის მასა ჩამოიშალა. გზების დეპარტამენტი იტყობინება, რომ ჟინვალი-ბარისახო-შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები