გურიაში ამ დრომდე დახმარებას ითხოვენ - სოფლები გარე სამყაროს არის მოწყვეტილი
გურიაში ამ დრომდე დახმარებას ითხოვენ. ორსულები, ბავშვები და მოხუცებიი - ყველა მაშველებს ელდოება. გზები ამ დრომდე ჩახერგილია. სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, რის გამოც სამაშველო ოპერაცია რთულდება.
სტიქიის ზონაში დილიდან სამაშველო სამუშაოები განახლდა. მოსახლეობის ნაწილი ზარალს ითვლის. წუხანდელი ღამე ათოობით ადამიანმა ღია ცის ქვეშ, დატბორილ სახლებთან გაათენა. უამინდობა გურიაში ამ წუთამდე ნარჩუნდება. ჯერჯერობით უცნობია, რამენი სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი.
გზაა უმეტესად გაფუჭებული... ჩვენთან არა, მაგრამ იქით სოფლებში, ორი ბავშია და ქალი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მე ვფიქრობ, რომ უმეეტესად ეს იყო... ანუ ძალიან სიცხეები იყო და მერე წყალმა თავისი გააკეთა, - ამბობს ადგიობრივი.
მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ის ხომ ცოდოა, რომ მოსარჩენი ქალია, ყველა წუთში ბავშვს ელოდება. რა უნდა ქნას იმ კაცმა? მაშველები არ მოსულან, გზა არაა, ტრაქტორიც აქვთ, მაგრამ ვერ გამოდის, ხიდი წაღებულია, - ამბობს ადგილობრივი.