სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია გამოყვანილი, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება - თემურ მღებრიშვილი

09.09.23 11:13
სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია გამოყვანილი, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება - თემურ მღებრიშვილი

გურიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი საგანეგო სიტუაციების მართის სამსახურის უფროსმა გააკეთა. თემურ მრებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონიდან 62 ადმაიანია ევკუირებული. მისი თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და თუკი ვერტმფრენის საჭიროება დადგა, ამისთვისაც მზად არიან. 

62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები, მობილიზებულია შსს-ს დანაყოფები და მიმდინარეობს ინტენსიურად თითოეულ სოფელში თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით, ვერტმფრენის საჭიროება თუკი დადგა, მზადყოფნაშ ვართ, - ამბობს თემურ მღებრიშვილი.  

მსგავსი სიახლეები