დატბორილი დასახლებები და მეწყერსაშიშროება - ზუგდიდში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიას ებრძვიან სამეგრელოშიც. ძლიერი წვიმის გამო ზუგდიდში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. უხვი ნალექის გამო სოფელ ჭაქვინჯში მდინარე ადიდდა, რამაც მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. მეწყერი სახლებამდეა ჩასული. საავტომობილო გზა სრულად ჩამოიშალა, რამაც მოძაობის პარალიზება გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილმა სოფელიი დატოვა, დარჩენილები დახმარებას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში სანიაღვრე სისტემაა მოუწესრიგებელი, რაც ყოველ ჯერზე, როცა წვიმს, პრობლემას ქმნის.
ეს სახლი გვენგრევა, ხომ ხედავთ, რა ამბავია? არ ვიცი, რა გვეშველება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ჩამოწოლილია და ველოდებით წუთი-წუთზე, კიდევ მოდის. არის ისეთი ტერასები, ბიძგები აქვს, რომ წამოვიდეს მთლიანად დაინგრეს სახლი. რომ ჩამოწვა მეწყერი, უცებ გავიყვანეთ ბავშვები, - ამბობს "პირველებთან" ადგილობრივი.