მდინარეს ჯებირები აღარ აქვს, არსებობს საშიშროება - ოზურგეთში ადამიანები დახმარებას ითხოვენ

10.09.23 12:19
მდინარეს ჯებირები აღარ აქვს, არსებობს საშიშროება - ოზურგეთში ადამიანები დახმარებას ითხოვენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთის საზღვართან ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. მდინარეს ჯებირები აქვს მოხსნილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ და რომ წლებია დახმარებას ითხოვენ.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, დროებით მაინც შეიცვალოს მდინარის კალაპოტი და დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ არ შეგვექმნეს პრობლემები. ამას ვითხოვთ ჩვენ უკვე 2 წელია. დღემდე ამას რეაგირება არ მოჰყოლია.- ამბობს ადგილობრივი.

გურიაში, ამ დრომდე, სტიქიის შედეგებს ითვლიან. დილიდან ოზურგეთსა და ლანჩხუთში მაშველებმა სამუშაოები განაახლეს. ყველაზე რთულად ვითარება ისევ ლანჩხუთში ფასდება. დღეს არ წვიმს, თუმცა ბოლო ცნობებით, გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ათობით ოჯახი, ათობით სოფლიდან ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი.  

მსგავსი სიახლეები