"აუცილებელია, ვიცოდეთ, რა მოხდა" - რა დაიწვა და რა გადარჩა ნიტროფირების საცავში გაჩენილი ხანძრის შედეგად?

10.09.23 12:37
"აუცილებელია, ვიცოდეთ, რა მოხდა" - რა დაიწვა და რა გადარჩა ნიტროფირების საცავში გაჩენილი ხანძრის შედეგად?

ეროვნულ არქივის ეზოში მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სპეციალისტთა ნაწილი შედეგების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს. ინიციატივა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას ეკუთვნის. რა დაიწვა და რა გადარჩა ნიტროფირების საცავში გაჩენილი ხანძრის შედეგად - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

მეოცე საუკუნის ქართული კინო საგანძურის ორიგინალი ჩანაწერები სრულად განადგურდა თუ არა - ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ვიდრე პასუხებს გამოძიება გასცემს, ხელოვანებს ეჭვი ეპარებათ, რომ ხანძრის ზონაში მოყოლილი ფირები სრულად გაციფრულებული იყო, რადგან როგორც ამბობენ არქივზე წვდომა მკვლევართა ნაწილს შეზღუდულად ჰქონდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ ხედავთ, რომ სისტემური კატასტროფა მოხდა, ამ ტიპის საცავები იმიტომ არსებობს, რომ არ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის კატასტროფა. ისიც კი არ ვიცით ჯერ, რა ნაწილი განადგურდა. აუცილებელია, ვიცოდეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე სისტემამ". - ამბობს  მკვლევარი.

მსგავსი სიახლეები