რატომ არ მოხდა ადამიანების გაფრთხილება მოსალოდნელი მეწყერის შესახებ - რას ამბობენ გურიაში ჩასული გეოლოგები

რატომ არ მოხდა ადამიანების გაფრთხილება გურიაში მოსალოდნელი მეწყერის შესახებ - ამის შესახებ სტიქიის ადგილას ჩასული გეოლოგები "პირველებს" ვერ პასუხობენ, თუმცა ამბობენ, რომ მეტ-ნაკლებად ამის შესახებ ინფორმაცია იყო.
გეოლოგები ვერც იმ კრიტიკული წერტილებზე საუბრობენ, სადაც მეწყერის საფრთხე კვლავ არის.
მეტ ნაკლებად ალბათ იყო, მე ვერ გეტყვით, ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ყველგან იყო. მოსახლეობაში მეწყრული პროცესები ახლა გაჩნდა, ჩვენ არც ველოდებოდით ასეთ მასშტაბურ დამეწყვრას". - ამბობს გეოლოგი.
გურიაში, ამ დრომდე, სტიქიის შედეგებს ითვლიან. დილიდან ოზურგეთსა და ლანჩხუთში მაშველებმა სამუშაოები განაახლეს. ყველაზე რთულად ვითარება ისევ ლანჩხუთში ფასდება. დღეს არ წვიმს, თუმცა ბოლო ცნობებით, გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ათობით ოჯახი, ათობით სოფლიდან ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი.