სოფელ მამათში მეწყრული პროცესები დაიწყო - რა საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივები

10.09.23 15:48
სოფელ მამათში მეწყრული პროცესები დაიწყო - რა საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივები

სოფელ მამათში მეწყრული პროცესები დაიწყო. მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ ღვარცოფი გუშინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. პრობლემას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება. საფრთხის გამო ორი ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს. სტიქიამ დააზიანა სოფლის გზებიც. ტერიტორიაზე ცოტა ხსნის წინ გამოჩნდა ტექნიკა. 

ამ მთის ჩამოშლამ გამოიწვია წყლის გადიდება. აქ წყალი იყო მე რაც მახსოვს, მაგრამ ამხელა არ მახსოვს. ამ წყალმა რომ სათავე ნახოს და გაიტანოს, იმ ორ ოჯახს წალეკავს". - ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობა ასევე ამბობს რომ მეწყრული პროცესების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არავის გაუფრთხილებია

 

მსგავსი სიახლეები