ვისი პასუხისმგებლობაა შოვის ტრაგედია? - მტკიცებულება, რომელიც ხელისუფლების უპასუხისმგებლომადე მიდის

10.09.23 20:08
ვისი პასუხისმგებლობაა შოვის ტრაგედია? - მტკიცებულება, რომელიც ხელისუფლების უპასუხისმგებლომადე მიდის

 

ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, ადასტურებს  რომ მთავრობას შოვში მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ინფორმაციაა მინიმუმ ერთი დღით ადრე ჰქონდა.  გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულება ადასტურებს, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, მთავრობას საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა, თუმცა პრევენციისა და ხალხის ინფორმირებისთვის არავინ არაფერი გააკეთა.

როგორ უნდა აიცილოს სახელმწიფომ შოვის მსგავსი ტრაგედიები? პრევენცია მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ გზავნილში  უნდა იყოს ზუსტი ლოკაციები. ანუ, მაქსიმალური კონკრეტიკაა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ საშიში ტერიტორიის დატოვება შეძლოს. გასაქცევად კი ირკვევა, რომ ხუთი წუთიც  საკმარია. სწორედ ეს შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ ზაფხულში, როცა გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამაფრთხილებელი მესიჯები მივიდა უწყებებში - ის  უყურადღებოდ დატოვეს. შოვში მყოფებს, რომ ეს შეტყობინებები მიეღოთ და წაეკითხათ, ეს უმძიმესი შედეგი არ გვექნებოდა. 

დღეს შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 34-ე დღე შესრულდა.  სტიქიური უბედურების ზონაში კი ისევ ცხედარი იპოვეს. გვამი მოზარდისაა. მისი ვინაობის დასადგენად გენეტიკური ექსპერტიზაა საჭირო.  ბავშვი ტრაგედიის 32-ე მსხვერპლია.

დეტყალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები