"გზას ფერდი გამოუთხარეს და მიწის მასა ჩამოიშალა" - კატასტროფული მდგომარეობა თემქის საავტომობილო გზაზე

10.09.23 20:19
"გზას ფერდი გამოუთხარეს და მიწის მასა ჩამოიშალა" - კატასტროფული მდგომარეობა თემქის საავტომობილო გზაზე

 

ჩავარდნილი და დაზიანებული საავტომობილო გზა თემქაზე. თვეებია მძღოლებს შემოვლითი გზებით უწევთ მოძრაობა. შიდა ქუჩებში, ვიწრო გზებზე გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, ეს კი საავტომობილო კოლაფსს ქმნის.

რამ გამოიწვია გზის დაზიანება? - ხალხი ამტკიცებს, რომ სამანქანო გზამ ჩამოშლა იმ დროს დაიწყო, როცა მერიამ გზის მიმდებარედ პარკის მშენებლობა წამოიწყო და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. თუ ადგილობრივების მონაყოლს დავეყრდნობით, გზას ფერდი გამოუთხარეს. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე პასუხისმგებელი მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობაა, რომელიც გზის დანგრევაში წყლის კომპანიას ადანაშაულებს.

დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები