ავარია ვაკეში - ვინ მართავდა ჯიპს, რომელიც ჭავჭავაძეზე ავტობუსს შეეჯახა?

10.09.23 20:25
ავარია ვაკეში - ვინ მართავდა ჯიპს, რომელიც ჭავჭავაძეზე ავტობუსს შეეჯახა?

 

ვინ მართავდა რენჯ როვერის მარკის ჯიპს , რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსს შეეჯახა? ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა არ საჯაროვდება, მაგრამ არსებობს კადრები და არიან თვითმხილეველები, რომლებიც "პირველებთან" ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალების იხსენებენ. 

მოქალაქეების მონაყოლით ირკვევა, რომ მძღოლმა ვაკეში ავტობუსის ზოლში სცადა მანქანის მობრუნება და გზის საპირისპირო მხარეს გადასვლა. შემთხვევიდან მალე კი კრიმპოლის მობილიზება დაიწყო და სამთავრობო ნომრიანი მანქანები გამოჩნდნენ.

ინციდენტის დროს ორი მგზავრი დაშავდა. ორივე უცხოელია. ისინი საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა.

საკრებულოს ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონდამრღვევი მძღოლი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირია.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები